მთავარი » სტატიები » საინტერესო [ სტატიის დამატება ]

240-ით მივდიოდი და საჭესთან არავინ იჯდა! (VIDEO)

მოსახვევში შევფრინდი, სპიდომეტრი 240 კმ/სთ-ს მიჩვენებს, ძრავა ღმუის და ლამისაა გული გამისკდეს. არა, სისწრაფის სულაც არ მეშინია - საქმე ისაა, რომ საჭესთან არავინ ზის! მანქანას, რომელშიც ახლა ვზივარ, მძღოლი არ სჭირდება!



”აუდის” ინჟინრებმა 560 ცხენის ძალის მქონე „RS7 piloted driving concept“ ისე ”ავარჯიშეს”, რომ ტრეკზე თავისით დადის. დადის კი არა, დაფრინავს! როგორც იცით, ავტოპილოტი სერიულ წარმოებაში ამავე ათწლეულში ჩაეშვება და მანქანის მართვას თავის თავზე გარკვეულ სიტუაციებში, მაგალითად საცობებში აიღებს. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კი პირველი ავტოპილოტიანი სპორტქარი გატესტეს.



ავტოპილოტი არცერთ ავტომოყვარულს არ სჭირდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ეს სისტემა ნამდვილად იარსებებს და ვიღაც-ვიღაცები ნამდვილად გამოიყენებენ. მთავარი ამბები საბარგულში ხდება და მოდი, სწორედ საბარგულში ჩავიხედოთ: განათებული ყუთები და უთვალავი კაბელი - ესაა ”ტვინი” და ”ნერვები”. აქვეა ორი კომპიუტერი, რომლებიც გზას სანტიმეტრული სიზუსტით აღიქვამენ. GPS-სენსორების დახმარებით მანქანამ ზედმიწევნით ზუსტად იცის, სად იმყოფება მოცემულ მომენტში, როდის უნდა მოუმატოს გაზს, როდის საით უნდა შეუხვიოს, როდის უნდა დაამუხრუჭოს და ა.შ.



Auto Bild



ჯერჯერობით მხოლოდ ორი პროტოტიპი არსებობს, რომლებსაც ”აუდიმ” ასეთი სახელები უწოდა: ”AJ” და ”Bobby”. ჩვენ ”AJ” გავტესტეთ და ამაში ”აუდის” ასისტენტ-სისტემების შეფ-ინჟინერი პეტერ ბერგმილერი გვეხმარებოდა.



პეტერმა გადაცემათა კოლოფის ბერკეტი P-ში ჩააგდო, ცენტრალურ კონსოლზე ჩამრთველი ასწია და მეუბნება: ”ყურადღება, ახლა ”AJ” ადგილიდან მოწყდება! ყველაფერი თავისით ხდება: მანქანა ჯერ თავისუფალ რეჟიმში ორჯერ აძლევს გაზს, მერე 1-a-პოულ პოზიციას ირჩევს და ადგილიდან წყდება! თითოეულ მოსახვევში ფაქტობრივად იდეალურად შედის, მცირეოდენი მოცურების შემდეგ კი ავტომატურად ასწორებს მდგომარეობას. მე კი ამ დროს აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა მებადება: ”რა მოხდება, კომპიუტერმა რომ გვიმტყუნოს?” პეტერის პასუხი: ”ასეთ შემთხვევაში სხვა სისტემები ამოქმედდება და ავტომობილი აბსოლუტურად უსაფრთხოდ გაჩერდება. ერთი ტექნიკური შეცდომაც საკმარისია იმისათვის, რომ უსაფრთხოების სისტემამ ავტომობილი გააჩეროს.”



Auto Bild



ფინიშთან ”AJ” გაჩერდა და პეტერმა დაგვტოვა - ახლა უჩემოდ იარეთო. მხოლოდ ერთი რამ მითხრა: ”რაც არ უნდა შეგეშინდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეეხო არცერთ ღილაკს, ან საჭეს! ასეთ შემთხვევაში მანქანა იფიქრებს, რომ ყველაფერს შენ თავზე იღებ...”

ამიტომაც იყო, რომ პეტერის გარეშე მგზავრობისას მანქანას ვეხვეწებოდი, კონცენტრაცია არ დაეკარგა. თავად მანქანა კი კაცივით იქცეოდა: არ მპასუხობდა, ძრავა კი გრგვინავდა და მაინც იმას აკეთებდა, რაც თვითონ სურდა. კარგი ტიპია, ოღონდ თავისებური...

სისი ბენერი, გაზეთი "ბილდი"



იხილეთ ვიდეო:

 

 

 

 

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: Batman (22 ნოე 2014)
ნანახია: 661 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar