მთავარი » სტატიები » საინტერესო [ სტატიის დამატება ]

ატირებული მაღაროელის მიმართვა - "ჩემს შვილს ჯარში არ გავუშვებ, იმიტომ რომ არ იმსახურებს ეს მთავრობა"

ტყიბულში მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთი მეშახტე სიტყვით გამოვიდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა:

 

 

"ნაოპერაციები ხელები მაქვს და მაინც ვმუშაობ, იმისთვის რომ ოჯახი შევინახო...მე მივმართავ პარლამენტს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თეთნულდებზე კი ნუ დადიხართ ვერტმფრენებით გადმოდით ტყიბულში, ორი საათი გამონახეთ, დაკეტეთ კაბინეტები, ჩასხედით და მოდით ჩვენთან.

 

სოციალური პაკეტი მქონდა ჯანმრთელობის, რომელიც მომიხსენეს. მოვიდა სოც. აგენტი და მითხრა: ბავშვს დაბადების დღეზე რამდენი აჩუქეს, დეკლარაციაში უნდა შევიტანოთო. ის 10 ლარიც შეიტანეს და მომიხსნეს დახმარება. სირცხვილი... ჩემს შვილს ჯარში არ გავუშვებ, იმიტომ რომ არ იმსახურებს ეს მთავრობა", - აღნიშნა მეშახტემ

 

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: Batman (29 თებ 2016)
ნანახია: 854 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar