მთავარი » სტატიები » საინტერესო [ სტატიის დამატება ]

”მას სევდიანი თვალები ქონდა...მის პრობლემაზე არაფერი ვიცოდი”- რას ყვება მსახიობის მოსკოველი მეგობარი

”ის აბსოლუტური მსახიობი იყო, ისევე უყვარდათ, როგორც ევგენი ლეონოვი. არსებობენ მსახიობები , ვის გარშემოც იწერება სცენარები. კოტე ზუსტად ასეთი იყო”- ედუარდ ოგანესიანი
რუსული მედია, რეჟისორ ედუარდ ოგანესიანთან ინტერვიუს აქვეყნებს. მოსკოვში მცხოვრები რეჟისორი, რომელთანაც კოტე თოლორდავამ ორ ფილმზე იმუშავა, მსახიობის შესახებ საუბრობს და გულისწყვეტას და გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო,რომ მოსკოვში ჩასულმა მსახიობმა მას არ დაურეკა და მასთან სახლში გაჩერებას სასტუმროში ცხოვრება არჩია. ედუარდ ოგანესიანის თქმით მისთვის კოტე თოლორდავას მოსკოვში ყოფნის და გარდაცვალების გარემოებები იდუმალებიტაა მოცული.
როგორც ედუარდ ოგანესიანი ყვება, მისი და კოტე თოლორდავას გაცნობა თბილისში მოხდა, რეჟისორს მამა თბილისელი ყავს და მისი ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაც თბილისში გადაწყვიტა. სწორედ ამ ფილმის კასტინგზე გაიცნო კოტე თოლორდავაც:

”კოტე მეგობრის ქორწილიდან მოვიდა, საინტერესო და მოხერხებული ჩანდა. მოვიდა სინჯებზე და საუბარი ქართულად დაიწყო. მე მას ვკითხე ”ნუთუ თქვენ რუსულად არ საუბრობთ?” მან კი მიპასუხა, რომ ერიდებოდა, მაგრამ როდესაც რუსულზე გადავიდა, გაირკვა , რომ ის რუსულად ძალიან კარგად ლაპარაკობდა. მას საოცარი იუმორის გრძნობა ქონდა. აღმოჩნდა, რომ მას წინაპარი ჰყავდა რუსი. მე ის მაშინვე დავამტკიცე როლზე. შემდეგ კი დავმეგობრდით. იმ ფილმში მას თითქმის მთავარი როლი ქონდა და ის მან ძალიან კარგად გააკეთა.

შემდეგ ჯერზე მე თბილისში უკვე სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად ჩავედი. არსებობენ მსახიობები , ვის გარშემოც იწერება სცენარები. კოტე ზუსტად ასეთი იყო. ჩვენ ვიმუშავეთ და მე დავბრუნდი მოსკოვში იმ აზრით, რომ აუცილებელია გადავიღო ფილმი სადაც მთავარ როლს ის შეასრულებდა. მე დავწერე სცენარი ”პეპე” პროტოტიპად კოტე ავირჩიე...”
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: Batman (14 აპრ 2015)
ნანახია: 1210 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 Batman • 4.07.09 PM, 15 აპრ 2015
cry cry cry cry
avatar